![]() |
|||||||||||||||||||||||||||
|
რუსეთი აფხაზეთის ხელით ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების "დასამარებას" აპირებს
GHN
გოჩა მირცხულავა რუსეთი აფხაზეთის ხელით ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების "დასამარებას" აპირებს. ამ ეტაპზე ცნობილი არაა, რა მიზეზს დაასახელებს სოხუმი ჟენევის ფორმატის ჩასაშლელად, თუმცა ფაქტია, რომ ამ მიმართულებით აფხაზური დიპლომატია კრემლთან ინტენსიურ დიალოგს მართავს. ამჟამად სოხუმში არ იმყოფება დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, რომელიც სოხუმში დაბრუნებას 29 ივნისისთვის გეგმავს. აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა “ჯი-ეიჩ-ენთან” აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს და შესაბამისი უწყებისკენ გვითითებს, თუმცა უწყაბში შამბას არ ყოფნა ნამდვილად იგრძნობა და სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობს. იმის მიუხედავად, თუ მოცემულ მომენტში ვისთვის უფრო მომგებიანია ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა _ მოსკოვისა თუ სეპარატისტული რეგიონებისთვის, ფაქტია, რომ ტრიადა საერთაშორისო თანამეგობრობას მორიგ "სიურპრიზს" უმზადებს. ეუთოსა და გაეროს ცნობილი ამბების შემდეგ რუსეთი ევროკავშირის საბოლოოდ გადაკიდების თავიდან ასაცილებლად ქართული მხარის მიერ ინიცირებული საკითხების "დასამარებას" აფხაზეთის ხელით ცდილობს. საუბარია ევროკავშირის მისიის გაძლირებასა და მისთვის შესაბამისი უფლებების მინიჭებაზე. მართალია, ჟენევის ფორმატს უშუალოდ ევროკავშირი არ კურირებს, თუმცა ფაქტია, რომ ჟენევის კონსულატაციების გამართვის იდეა ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდეს სახელმწიფოს, საფრანგეთს ეკუთვნის და მასში გაეროც და სხვა ნებისმიერი მხარის თუ მედიატორის მონაწილეობა სწორედ მისი ინიცირებულია. თუმცა აფხაზებს, რუსეთის დარიგების საფუძველზე, გაეროსა და კერძოდ, უშიშროების საბჭოს წევრების წინააღმდეგ, გარდა რუსეთისა, თავიანთი არგუმენტებიც აქვთ. სოხუმში გაეროსა და უშიშროების საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც შეეწინაღმდეგენ აფხაზეთსა და საქართველოს დამოუკიდებელ მისიების ყოფნას, ფაქტობრივად კი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მედიატორად არ განიხილავენ. შესაბამისად, მათი თანდასწრებით არც ვალდებულებების აღებას აპირებენ და არც უკვე ნაკისრის შესრულებას. მოსკოვი ელის, რომ სწორედ ჟენევაში, შესაძლოა, ქართულმა მხარემ ოფიციალურად გააჟღეროს თავისი პოზიცია ევროკავშირთან დაკავშირებით, რომლის შეწინააღმდეგება მოსკოვისთვის საერთაშორისო დიპლომატიის თვალსაზრისით საკმაოდ უტაქტო საქციელი იქნება. მით უფრო, რომ ეს რუსეთით ისედაც უკმაყოფილო საფრანგეთის, გერმანიისა და სხვა ევროპელი პარტნიორების მხრიდან დამატებით უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომაც მოსკოვი ჟენევას დე-ფაქტო ხელისუფლებების პოზიციებით "კლავს". აქვე არც ცხინვალის პოზიციაა დასავიწყებელი, რომელიც ჟენევის ფორმატით მიღწეულ ე. წ. ერგნეთის შეხვედრებს უკვე მერამდენედ შლის. ამით ცხინვალი (რა თქმა უნდა, მოსკოვის კარნახით) ამ “ორგანოს” არაქმედუნარიანობასა და არაავტორიტეტულობას უსვამს ხაზს. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან რუსეთის მიერ ჯერ ეუთოს, შემდეგ კი გაეროს მისიის გაძევებით შეშფოთებული დასავლეთი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების უდიდეს მნიშვნელობაზე ალაპარაკდა. დასავლელმა პოლიტიკოსებმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაახშირეს საუბრები ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების უკიდურეს აუცილებლობაზე. კონსულტაციები, მათი თქმით, დღეის მდგომარეობით, მხარეთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლისა შეხვედრების ერთადერთი პლაცდარმია. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა: პიერ მორელიმ (ევროკავშირი), იოჰან ვერბეკემ (გაერო) და ხარლამოს ხრისტოპულოსმა (ეუთო) ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც კი გამოაქვეყნეს. "ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი ფორმატია, რომელის მეშვეობითაც კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს აქვს საშუალება, მნიშვნელოვანი საკითხები განიხილოს", _ ნათქვამია განცხადებაში. საინტერესოა ასევე რამდენიმე დღის წინ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც "გაეროს გარდა, ვერც ერთი სხვა საერთაშორისო მისია აფხაზეთის ტერიტორიაზე ფეხს ვერ შეამოადგამს". Gაერის იმ ფორმატით დაკანონება კი როგოს ეს აფხაზეტს სურს ფაქტობრივად ამ ორგანისაზისსი და ზოგადად საერტასორისო ტანამეგობრობის მიერ ამ სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასი იქნება. ამ განცხადების ფონზე მოსკოვში, შამბასთვის წარდგენილ "გეგმაში" კარგად "იწერება" ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე "საქართველოს მფარველებმა კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო პოლიციური კონტიგენტის შეყვანის საკითხი დააყენეს, რუსეთმა ჯერ ეუთოსთან, შემდეგ კი გაეროს საკითხთთან მიმართებაში საერთაშორისო დონეზე'"თავის გამოჩენის" შემდეგ, შესაძლოა, "ჯეროვანი რეაგირება" ვეღარ მოახდინოს. ამიტომაც, შამბასთვის წარდგენილი რუსული გეგმის მიხედვით, "ახლა უკვე ამ საკითხის გადაწყვეტა" ანდა ჩაშლა "თავის თავზე აფხაზურმა მხარემ უნდა აიღოს". ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მეექვსე რაუნდი 1-ელ ივლისსაა დაგეგმილი. |
||||||||||||||||||||||||||