Наша Абхазия Грузия Online Бизнес Грузия
თოვლი
18.08.10 
„რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია, რომ ეს თოვლია ჩემის სამშობლო...“ გალაკტიონი ჯერ ისევ დილის ბინდ-ბუნდია. ქუჩებში კანტი-კუნტად მოჩანან საყელოაწეული გამვლელები. აქა-იქ გაელვებული მსუბუქი მანქანები თეთრ, ფაფუკ თოვლში უხმაუროდ მისრიალებენ და უკან ფიგურებიან, ჩაღრმავებული ნაკვალევის გრძელ შლეიფს ტოვებენ. ჩვენ აჩქარებით მივარღვევთ...

გაზაფხული , აპრილი...
17.08.10 
აპრილმა უეცრად იცის მოპარვა... გგონია, ჭირვეული და ანჩხლი მარტი ჯერ არც დასრულებულა, მისი სუსხი და თოში საბოლოოდ არ გამქრალა, რომ უკვე იასამნისფრად აყვავებული აპრილი იცქირება სარკმელში... ატმის და ნუშის ყვავილებიდან გიღიმის, ვარდის ალისფერი კოკორიდან გიკრავს თვალს, ზამბახების და ნარცისების თაიგულებიდან გიქნევს ხელს... ზამბახები... გახსოვთ,...

ავტობუსში
24.05.10 
ათი წუთიც და გავალთ!-”ზუგდიდი-თბილისის” იკარუსის მძღოლმა ავტობუსის სალონში თავმოყრილ მგზავრებს სარკიდან გამოხედა და კეპი შუბლზე ჩამოიწია, მერე უგემურად დაამთქნარა და დაამატა: უბილეთოებმა ბილეთები შეიძინეთ! ორიოდე მგზავრი ბუზღუნ-ბუზღუნით ჩავიდა ავტობუსიდან და სალაროს მიაშურა.დანარჩენებმა ჩანთებსა და ჯიბეებში ბილეთები მოიძიეს. წინა...

გემი სოხუმშია
21.05.10 
სკოლიდან მე და ნინო ხელიხელჩაკიდებულნი მოვდივართ. ”იცი, დედა, რა კარგად ვთქვი ლექსი,-გახარებული ჟღურტულებს ნინო, მასწავლებელმა თქვა, ასე კარგად ლექსი დღეს არავინ იცისო. აი ,თუ გინდა გეტყვი!” ნინო იქვე გზის პირას მდგარ ძელსკამთან მირბის, ზევით ადის და წკრიალა, ხალისიანი ხმით დედა-ენაზე დაწერილ ლექსს ამბობს: ”ეს წიგნი ერის ბურჯია, ხარობენ მამა-პაპანი,...

აფხაზი
20.05.10 
...იმ წელს მანდარინის კრეფა დაიწყეს თუ არა, სოფელში ხმები გავრცელდა_ტყუილად ვირჯებით, მოვლენ და მაინც ყველაფერს მუქთად წაიღებენო. მოხუცმა ცოლ-ქმარმა თავიანთ პატარა ბაღში მანდარინი მაინც დაკრიფეს, ყუთებში ჩააწყვეს და აივანზე დაალაგეს. გულში ფიქრობდნენ, იქნებ ვინმე მადლიანი მყიდველი გამოჩნდეს და ერთი ორი კაპიკი, წამლის ფასი მაინც ვიშოვოთო....

მთვარის სონატა
03.04.10 
ახლახან რაღაც წვრილმანს ვეძებდი… ყველაფერი გადავაქოთე, ყველგან შევიხედე, ყველა ჩანთა ამოვქექე, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ერთი მუყაოს ყუთი გავხსენი, რომელშიც ძველ ჩანაწერებს ვინახავდი და მოულოდნელად რაღაც საგულდაგულოდ შეხვეულ პატარა შეკვრას გადავაწყი. ცელოფნის პარკს ირგვლივ შემოხვეული ზონარი შევხსენი, შეკვრა გავშალე და სახტად დავრჩი. პარკში...

პასპორტი
02.04.10 
ეს ამბავი პირადობის მოწმობის აღებისას , გრძელ რიგში მდგარმა მოვისმინე. -ჰოოდა, კაცო,- როხროხით უყვებოდა რიგში ჩამდგარ, ლოდინით თავგაბეზრებულ ხალხს ერთი, მაღალი, მხარბეჭიანი კაცი._ როგორც იქნა მივაღწიე ენგურის ხიდამდე. ცალი ხელით საბელგამობმულ ძროხას ვექაჩები, მეორეში ენგურსგაღმა გახიზნული პატარა შვილიშვილის ტანსაცმლითა და წვრილმანებით...

თამაში
02.04.10 
გარეთ თოვს. ხვავრიელად, თბილისურად. ქუჩა, სახლები. ეზოები, ყველაფერი თოვლს დაუფარავს. თოვლის თეთრი, მსუბუქი მაქმანები გარს შემოვლებია მრავალსართულიანი სახლების სახურავებსა და ლავგარდანებს. შეცივნულ, ფერდაკარგულ ხეებს გაშიშვლებული ტოტები აუწვდიათ ცისკენ და მათზე მოჟივჟივე მშიერი,პატარა ფრინველების ხმებს აყურადებენ. ერთი ასეთი მშიერი...

მთვარისა
02.04.10 
ომი ღმერთის უარყოფაა კნუტ ჰამსუნი ღრმაღელის მეტროს ახლოს, ტროტუარზე, ერთმანეთის გვერდით ჩამწკრი- ვებულ ჯიხურებს გავცდი თუ არა, უცებ დავინახე იგი: თავჩაღუნული, მხრებში მოხრილი მოდიოდა, მამაკაცის ფლოსტებს მოაფრატუნებდა. ერთ ხელში ცელოფანის პარკები...

ასტამურის დაბრუნება
01.04.10 
ასტამურ ვოუბა ექვსი წლისა იყო როცა დაობლდა. ჯერ მამა დაეღუპა_ სარიონ ვოუბა ქარხანაში მუშაობდა. ერთხელ, ღამის ცვლის დამთავრების შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. გზაზე, თურმე ქარისგან ჩამოწყვეტილი მავთული ეგდო, ფიქრებში გართულმა სარიონმა მავთული ვერ შენიშნა, ფეხი დაადგა და დენმაც დაარტყა. ამ შემთხვევის შემდეგ ორიოდე წელიც არ იყო გასული, რომ ასტამურის...